სხვადასხვა

აქ მოგვითხრობენ თუ როგორ ჩნდება წვიმა,ცისარტყელა, გვაჩვენებენ ჩამქრალ ვულკანებს და მოგზაურობას კოსმოსში.





აკაკი წერეთლის ლექსი: ,,ხატის წინ"
,,







                                        არ დაიზაროთ,წაიკითხეთ!!!

ენელი მკვლევარი კარსტენ როლფსი დარწმუნებულია, რომ ბავშვებითვის აუცილებელია შეიგრძნონ თავიანთი კომპეტენტურობა. ეს უკეთ გააცნობიერებინებს თუ რისი რესურსი აქვთ. ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ამბობს, რომ სწავლით შთაგონებული მოსწავლეები არცთუ ბევრნი არიან და მათი უმეტესობა დევნილთა კატეგორიიდანაა.

კარსტენ როლფსმა ქალაქ ბრემენში 7-9 კლასის 1689 მოსწავლე გამოკითხა. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ემიგრანტების შვილები იყვნენ. „მოსწავლეებს ვეკითხებოდი, რამდენად მოსწონდათ სკოლა, რადგან საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა გარკვეული სტერეოტიპები ზარმაცი ბავშვების შესახებ, რომლებსაც ყოველთვის ყველაფერი ბრალდებათ," - ახსნა მკვლევარმა.

როლფსმა დაადგინა, რომ ბავშვების უმეტესობისთვის სკოლა მნიშვნელოვანი ადგილი იყო, რომელსაც პოზიტიურად აფასებდნენ. გამოკითხულთა დიდი ნაწილი მონდომებული აღმოჩნდა კარგად ესწავლა. თუმცა, ენასთან დაკავშირებული სირთულეების, უნებური დისკრიმინაციისა ან სკოლის სისტემის გაუმართავობის მიზეზით, ამ მოსწავლეების ნიშნები მათივე მოტივაციის არაპროპორციული იყო.

მოსწავლეთა 60%-ი განწყობა პრაგმატული გახლდათ. მოსწავლეებს ესმით, რომ განათლების და კარგი ატესტატის მიღება აუცილებელია და ამას ვერ გაექცევი. ბრემენელ მოსწავლეთა 13%-ი კი სკოლაში მხოლოდ ვალდებულების გამო დადის. „მიგრანტთა შვილები ნაკლებად ცდილობენ მიაღწიონ გარკვეულ სიმაღლეებს სწავლა-განათლებაში. ამაში ხშირად მასწავლებლებიც სცოდავენ. მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად ისინი უმარტივეს მეთოდებს არ მიმართავენ და ყველაფერს ბავშვების სიზარმაცეს მიაწერენ. ასეთმა მოსწავლეებმა კლასისგან თავი განყენებულად არ უნდა იგრძნონ. მათი მოსაზრებები კლასში ისეთივე კომპეტენტური უნდა იყოს, როგორც სხვა ბავშვების," - ამბობს მკვლევარი.

ფსიქოლოგთა განმარტებით, სიზამაცის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მოტივაციის უქონლობაა. ბუნებაში ზარმაცი ბავშვები არ არსებობენ. ადრეული ასაკიდანვე ჯანმრთელი პატარები ისწრაფიან მოძრაობისკენ, დამოუკიდებელი ქმედებებისკენ. პასიურობა და უმოქმედობა, რაც ხშირად მშობლებს სიზარმაცე ჰგონიათ, ბავშვის არაჯანსაღ მდგომარეობას უკავშირდება ან მშობლებისა და მასწავლებლების არასწორი მიდგომის საკითხია. მაგალითად, დაბალ კლასებში მოსწავლეებს ურთულდებათ ხოლმე ორგანიზებული ცხოვრების აწყობა. ყველაფრის გაკეთებას ერთდროულად ცდილობენ და თუ მშობელი და პედაგოგი არ დაეხმარა, საბოლოოდ, გაკვეთილებსაც კი ვერ მოამზადებენ. ეს კი სულაც არ არის მათი სიზარმაცით განპირობებული.

არსებობენ ფლეგმატური ბავშვები, ნაკლებად მოძრავი, ზანტი და ნელი. თუ მათ მშობელმა არ შეუძახა, საქმის კეთებას დიდ დროს ანდომებენ. ესეც არა სიზარმაცე, არამედ მათი ხასიათია, ბუნებრივი ტემპი. სამაგიეროდ, ასეთ ადამიანები შესანიშნავად ასრულებენ მონოტონურ სამუშაოს.

სიზარმაცეს ხშირად სწამებენ ქოლერიკ ბავშვებსაც, რადგან თამაში მათთვის კარგი გასართობია, მაგრამ ოთახში მიმოფანტული ნივთების დაწყობა მოსაბეზრებელი პროცედურა. ამიტომ თუ პატარა ბავშვობიდანვე იჩენს რაიმის კეთების ინიციატივას, ხელი არ უნდა შევუშალოთ. რომც არ გამოუვიდეს, მცედლობისათვის ქებით უნდა დავაჯილდოვოთ, რომ მოტივაცია არ დაკარგოს. არსებობს ადამიანის მოტივაციის ცხრა ძირითადი წყარო: პირადი სარგებელი (ამით რას მივიღებ?), პრესტიჟი (იმის გაკეთების სურვილი, რაც ფასეულია), სიამოვნება (ვაკეთებთ იმას, რაც გვსიამოვნებს), უსაფრთხოება (ჩვენი ქმედებები ჩვენს უსაფრთხო არსებობის არჩევანით არის განპირობებული), კომფორტული ადვილი და მარტივი ქმედებები,
მიბაძვა (სურვილი იყო „მასსავით"), შიშის დაძლევა (შიშის და დისკომფორტის დასაძლევად ქმედება), ახალი თავგადასავალი (ადამიანებს ცნობისმოყვარეობა ამოძრავებთ) და სიყვარული (ის, რაც ყველას სჭირდება).

უფრო ხშირად სიზარმაცე მაშინ მყარდება, როდესაც მართლაც ნიჭიერ ბავშვს მშობლები ზედმეტად ხშირად ასე ამართლებენ: „ნიჭიერია და ზარმაცი". მოსწავლესთვის ეს შესაძლოა ცხოვრებისეულ ნორმად იქცეს და მუდმივად იმის იმედად იყოს, რომ ყოველთვის მოასწრებს დაეწიოს სხვებს, რადგან ის „ნიჭიერია" და მერე რა, რომ „ზარმაცი".





ქართული ხალხური საკრავები

http://animaciebi.com/zgaprebi/mechongure.html

ზღაპრები ანიმაციებით
http://animaciebi.com/zgaprebi/sia.html

http://press.tsu.edu.ge/sabavshvo/indexsabavshvo.html


animaciebihttp://caccioppoli.com/Animated%20gifs%20Aladdin%20Alice%20Bambi%20Cinderella%20Dalmatians%20Pinocchio%20Oz%20Peter%20Pan%20Sleeping%20Beauty%20Snow%20White.html

http://www.animationplayhouse.com/new/animals9.html
http://city-gif.narod.ru/butterflies1.htm
moZravi animaciebi-http://smiles.geo-samyaro.com/smile.bereich102_0.html

რატომ არის 1 ივნისი ბავშვთა დღე

ბავშვთა დღე პირველად აღნიშნეს თურქეთში 1920 წლის 23 აპრილს.  1925 წლის 1 ივნისს   ჟენევში ბავშვთა კეთილდღეობისთვის მიძღვნილ კონფერენციაზე 1 ივნისი შვეიცარიაში გამოაცხადეს ბავშთა დღედ. მსოფლიოს მასშტაბით  ბავშვთა დღის აღნიშვნის იდეა წამოაყენა ინდოეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა Krishna Menon-მა. 1954 წლის  გაეროს რეზოლუციის საფუძველზე, 1955 წელის ოქტომბრის თვეში პირველად აღნიშნეს ბავშვთა დღე გლობალური მასშტაბით. 1959 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ  მიიღო ბავშვთა უფლებების საერთაშორისო დეკლარაცია  და  გაეროს წევრი ქვეყნების ნაწილმა 20 ნოემბერი გამოაცხდა ბავშთა დღედ.  1989 წლის 20 ნოემბერს ბავშთა უფლებების კონვენციას მოეწერა მოეწერა ხელი.  ამ დღის აღნიშვნის მთავარი არსი იყო, რომ წაეხალისებინა ქვეყნები ეზრუნათ ბავშთა კეთილდღეობისთვის. დღესდღეობით ბავშვთა დღე ასზე მეტ ქვეყანში აღინიშნება.  სხვადსხვა ქვეყანა სხვადასხვა დღეს აღნიშნავს. საქთველოში 1 ივნისია ბავშვთა დღე, რაც  საბჭოთა კავშირს  უკავშირდება:  ყველა პოსტ- საბჭოათა ქვეყანაში 1 ივნისია ბავშვთა დღე. მიუხედავად გლობალური კონსესუსისა, იმაზე, რომ ბავშვებზე ზრუნვა მნიშველოვანია, ყოველწლიურად, დაახლოებით, 11 მილიონი ბავშვი იღუპება ისეთი დაავადებებისგან, როგორიც არის  მალარია, დიარეა  პნეუმონია და ასე  შემდეგ.
RCS.GE

Комментариев нет:

Отправить комментарий